четверг, 19 декабря 2013 г.

         ტრეინინგმა "პროექტებით სწავლება" მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები და ცოდნა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ იმ ძირითადი მიზნების განხორციელებაში, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ემსახურება. ჩემი ამჟამინდელი პროექტი, რომლის დახვეწაზეც მთელი კვირების განმავლობაში ვმუშაობდი ეხება სასარგებლო პროდუქტებს. თემა ავირჩიე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, რადგან ხშირად სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს ბევრ არასასურველ მოვლენას. ჩვენი მიზანი კი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა სწორად  ინფორმირებულმა თაობამ მიიღოს მეტი ცოდნა, გარდა სასკოლო გეგმაში ჩადებული ინფორმაციისა და თავად შეიტანოს წვლილი ინფორმაციის მოძიებასა და გაზიარებაში, რადგან ადამიანი სწორედ გაზიარების პროცესში სწავლობს ყველაზე მეტს და აკავშირებს მიღებულ ცოდნას არსებულ რეალობასთან.  გამომდინარე იქიდან, რომ მე-3 კლასის მოსწავლისათვის რთული აღსაქმელია თუ რა წვლილს შეიტანს ეს პროექტი მის მომავალში, მე დავამუშავე პრეზენტაცია, რომელიც ასახავს მოსწავლის თვალით დანახულ პროექტს, მე შვეცადე პროექტი მათთვის საინტერესო ყოფილიყო, ისეთი აქტივობების წყალობით როგორიცაა,მაგალითად: "პატარა მზარეულები", ამ აქტივობას აქვს კონკურსის სახე, ის მოსწავლეებს მეტ მოტივაციას აძლევს. ამ პრეზენტაქციაზე მუშაობისას მე გამიღრმავდა მოსწავლის ინტერესების მიხედვით მოქმედების უნარი და ამან უფრო დამაფიქრა ჩემს მომავალ პედაგოგიური მუშაობის ფორმაზე. 
      პროექტების წერა არ არის თვითმიზანი, მთავარი შედეგია, ის  რომ მომავალ თაობას ( ამ შემთხვევაში სამიზნე  ჯგუფი იყო მე-3 კლასი) შეეძლოს კონსტრუქციულად გამოიყენოს თავისი ცოდნა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და გამოიმუშაოს 21-ე საუკუნის უნარ_ჩვევები, ასევე პედაგოგებმაც ისარგებლონ ამით და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მათ. 
    როდესაც სასწავლო პროცესშია ჩართული პედაგოგი, შესაძლოა მან მოსწავლეებს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რაც თემას უკავშირდება, თუმცა აქამდე არასოდეს მიცდია ამ პროცესებში ჩამერთა თავად მოსწავლეები და გამომეყო განსაზღვრული დრო ამ პროცესისათვის, მე ვისწავლე დროის ეფექტური დაგეგმვის ხერხები და სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანა ისე, რომ ამით არ შემესუსტებინა ყურადღება იმ თემებზე, რაც აუცილებლადაა გათვალისწინებული  ეროვნულ სასწავლო გეგმაში. 

  მე მოვამზადე პრეზენტაციები, რომლითაც მოვახდენ მიღებული ცოდნის დემონსტრირებას  პრეზენტაცია ( ბავშვის თვალით დანახული პროექტი);
საბოლოო პრეზენტაცია-რომელიც მოიცავს სასწავლო პროექტის შინაარსს, მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს, მოსწავლეების საჭიროების შეფასებას და ა.შ.

суббота, 14 декабря 2013 г.

ტრენინგი მნიშვნელოვანია ჩემთვის იმიტომ, რომ  დამეხმარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში სწავლების პროცესში.